მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ხვდება.
საპატრიარქოში დელეგაცია რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. მისი თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება. ამასთან, აღნიშნა, რომ შეხვედრას სინოდის რამდენიმე წევრიც დაესწრება.
დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.