მსოფლიო პატრიარქი სტამბოლში ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ქართულ სამრევლოს ეწვია
მსოფლიო პატრიარქი სტამბოლში ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ქართულ სამრევლოს ეწვია

დღეს, 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სტამბოლში ედირნეკაპის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ქართულ სამრევლოს ეწვია.

კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, სამღვდელოებასთან ერთად, წმიდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.

სამრევლოს წინამძღვარმა, მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტმა, ილია ჯინჯოლავამ სიტყვით მიმართა პატრიარქს და მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და მამობრივი სიყვარულისათვის.

მსოფლიო პატრიარქმა მიმართა ქართულ სამრევლოს და ხაზი გაუსვა წმინდა ნინოსა და წმიდა გიორგის მნიშვნელობას, როგორც კონსტანტინოპოლისთვის, ასევე საქართველოსთვის, და მრევლს საჩუქრად დაურიგა წმიდა ნინოს ხატები. პარაკლისს სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე დაესწრო.