მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს ქართული სამრევლო კონსტანტინოპოლში.
„უნეტარესო და ფრიად საყვარელო ძმაო და თანამწირველო,
გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 88 წლის იუბილეს. თქვენდამი ღრმა მეგობრობითა და ზრუნვით აღჭურვილნი, თქვენი უნეტარესობის ჯანმრთელობას შევავედრებთ სამყაროში განცხადებულ უფალს, ღმერთსა და მაცხოვარსა ჩვენსას იესუ ქრისტეს, რათა მოგმადლოთ კიდევ მრავალი წელი პირველიერარქობის მსახურებისა, ღმრთის დიდებული სახელის სადიდებლად, რომ თქვენს კეთილშობილ და ღმრთივკურთხეულ სამწყსოს ხსნის გზაზე უწინამძღვროთ.
მეგობრული ამბორებით, ძმური სიყვარულითა და თქვენდამი ღრმა პატივისცემით.
ფანარიდან, 4 იანვარი, 2021 წ.
თქვენი გულითადი ძმა, ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი“, – აღნიშნულია მილოცვაში.