მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორიდან ევროპაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად 1000-მდე ქალსა და ბავშვს გადაიყვანენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორიდან ევროპაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად 1000-მდე ქალსა და ბავშვს გადაიყვანენ.
როგორც ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, ისრაელმა მომდევნო თვეების განმავლობაში ათასამდე პირის ევაკუაცია უნდა განახორციელოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ფილიალის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ღაზიდან ევროპის შვიდ ქვეყანაში სამედიცინო მიზნით 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.