მსოფლიო ეზიდთა მთავარი, სულიერი მამა და საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ
მსოფლიო ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი, ეზიდთა სულიერი მამა ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხი და საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავენ.
„მსოფლიო ეზიდთა მთავარი მირ თაჰსინ ბეგი, ეზიდთა სულიერი მამა ახტიარე მარგაჰე ბაბა შეიხი და დიმიტრი ფირბარი, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი გულითადად ვულოცავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას და გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებებს მისი მაღალი მისიის შესრულებისას.
დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი არჩევით საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება. ეს არის მთელი მრავალეროვანი საქართველოს არჩევანი. ვლოცულობთ თქვენი წარმატებების, ჩვენი სამშობლოს მშვიდობისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. გფარავდეთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს. ამ სურვილებით კიდევ ერთხელ გულითადად გისურვებთ კეთილდღეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.