სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართა.
რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ფრანგი ბიატლონისტი ანაის შევალიე გავიდა, მესამე ადგილი კი ბელარუსმა სპორტსმენმა ჰანნა სოლამ დაიკავა.
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე გაიმართება.