სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში სპრინტი კაცებში 10კმ-ზე გაიმართა.
რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველასათვის მოულოდნელად, შვედი მარტინ პონსილუომას გამარჯვებით დასრულდა. მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ბიატლონისტებმა, სიმონ დესტიემ და ემილიენ ჯაკლინმა დაიკავეს.
საერთო ჩათვლის ლიდერი და ბოლო წლების საუკთესო ბიატლონისტი, ნორვეგიელი იოჰანეს ბო კი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე გაიმართება, სადაც აშკარა ფავორიტებად ნორვეგიელი ქალები მოიაზრებიან.