მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰოკეიში | საქართველოს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთთან 0:2 დამარცხდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰოკეიში | საქართველოს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთთან 0:2 დამარცხდა #1TVSPORT

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ჩაატარა და ძლიერ ესპანეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია, მეორე ტურში კი ისრაელს 7:3 მოუგო.

სამი ტურის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ჯგუფში ხორვატიის და ესპანეთის ნაკრებების შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

21 აპრილი, 18:00 | საქართველო – ხორვატია

22 აპრილი, 14:30 | ავსტრალია – საქართველო