მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ყინულის ჰოკეიში | საქართველოს ნაკრებმა სენსაცია მოახდინა და ხორვატია 6:0 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და ხორვატიის ძლიერ ნაკრებთან სენსაციურად, დიდი ანგარიშით 6:0 (1:0, 1:0, 4:0) გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია, მეორე ტურში კი ისრაელს 7:3 მოუგო.

მესამე ტურში ჩვენი ეროვნული გუნდი მასპინძელთან, ესპანეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 0:2 დამარცხდა.

ოთხი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას ნაკრები 22 აპრილს ავსტრალიასთან გამართავს.