საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში მიმდინარე შეკრებაზე ადგილობრივი კლუბი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეკრებას ლატვიის ქალაქ ტუკუმსში გადის. 10 აპრილს ეროვნულმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ადგილობრივ კლუბთან, Hokeja Klubs Tukums-თან გამართა და 9:3 გაიმარჯვა.

I პერიოდი. 4:2 გოლები: სემიონ ხარიზოვი (ოთხი გოლი)
II პერიოდი. 2:0 გოლები: ივან კარელინი, ანდრეი რომანოვი
III პერიოდი. 3:1 გოლები: გიორგი ჯეირანაშვილი, ვიტალი ძიოვი, ნიკიტა ბუკია.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ამავე კლუბთან 12 აპრილს გამართავს.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფის პირველ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები მადრიდში 16 აპრილს ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.