ფიფა-მ დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის მსაჯი. 15 ივლისს, საფრანგეთისა და ხორვატიის მატჩს განსჯის არგენტინელი ნესტორ პიტანა.
მისი ასისტენტები იქნებიან თანამემამულეები – ერნან მაიდანა და ხუან პაბლო ბელატი. მეოთხე მსაჯია – ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი.
ეს იქნება პიტანას მეხუთე მატჩი ამ ჩემპიონატზე. მან იმსაჯა გახსნის თამაში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, აგრეთვე, მექსიკა-შვედეთი, ხორვატია-დანია და ურუგვაი-საფრანგეთი.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, რომელშიც 14 ივლისს ინგლისი და ბელგია ითამაშებენ, არბიტრი იქნება ირანელი ალირეზა ფაღანი.