კარლო ანჩელოტი - მუნდიალის ფინალი თანაბარი და კონკურენტუნარიანი იქნება #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - მუნდიალის ფინალი თანაბარი და კონკურენტუნარიანი იქნება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ურთიერთობას არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები გაარკვევენ.

„ჩვენ უკვე გვყავს ფინალისტები – საფრანგეთის და არგენტინის ნაკრები. ნახევარფინალში ორივე გუნდმა ერთმანეთის მსგავსი სცენარით მოიგო. დაცვაში ორივე გუნდი ერთნაირად საიმედოდ გამოიყურება. საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებს ჰყავთ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მბაპე, გრიზმანი, დემბელე, მესი და ალვარესი. გუნდების პოტენციალის გათვალისწინებით, ფინალი თანაბარ და კონკურენტუნარიან გუნდებს შორის იმართება. ამიტომ ყველა აუცილებლად კარგ სანახაობას ველით“, – წერს ანჩელოტი.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, რომ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების ხელმძღვანელობა შესთავაზეს, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა უარი თქვა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.