ტიბო კურტუა - ჩემპიონთა ლიგის ფინალს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით #1TVSPORT
ტიბო კურტუა - ჩემპიონთა ლიგის ფინალს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით #1TVSPORT

„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისი კლუბი „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

„ლივერპული“ შესანიშნავი გუნდია, კარგ პრესინგს თამაშობს, ინტენსიურს, – ციტირებს კურტუას სიტყვებს Diario Sport. – ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მატჩს საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში შევხდებით, მაგრამ ისინიც, რა თქმა უნდა, ბოლომდე დაიხარჯებიან“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის შაბათს, 28 მაისს პარიზში გაიმართება.