მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის პროგნოზი შეამცირა.
ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ბანკი 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.6 პროცენტით ზრდას ვარაუდობს. კლება წინა პროგნოზთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტია.
განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ეკონომიკა 4.8 პროცენტით (-0.2პ.პ) და 2021 წელს 5 პროცენტით გაიზრდება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მშპ-ს ზრდის ტემპის შენელებას გარკვეულწილად განაპირობებს საგარეო მოთხოვნის შესუსტება და ეროვნული ბანკის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია პასუხისმგებილიანი დაკრედიტების წახალისებისკენ.
ავტორი: ნინო ტაბატაძე