საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას
მსოფლიო ბანკის ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა და 86,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
ამ მონაცემებით, საქართველო მოხვდა იმ 30 ქვეყანას შორის, რომლებსაც მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი აქვთ.
მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო უკვე aსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას და ესტონეთს.