მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ეს თანხა განვითარებად ქვეყნებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაეცემა.
კერძოდ, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ფინანსური დახმარების მიზანი განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება და კერძო სექტორთან კავშირის განმტკიცებაა, რათა ეკონომიკისთვის მიყენებული ნეგატიური შედეგები შემცირდეს.
საუბარია ფინანსურ პაკეტზე, რომელიც საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების გამოყოფას ითვალისწინებს.
მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გაფრთხილება, რომ კორონავირუსის შედეგად ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია ეკონომიკის რეცესია.
მსოფლიო ბანკის დახმარებას 70-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს.