მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდაზე შეღავათებს ითხოვენ
მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ღარიბი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალების გადახდაზე შეღავათების დაწესებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა უკვე დაიწყეს საგანგებო პროგრამა, რომელიც კორონავირუსით დაზარალებული სახელმწიფოებისთვის სესხებისა და გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს. პროგრამა ფოკუსირებულია განვითარებად ქვეყნებზე.
„ღარიბი ქვეყნები ყველაზე მძიმედ დაზარლადებიან, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ისედაც დიდი სახელმწიფო ვალი ჰქონდათ. ბევრ ქვეყანას დასჭირდება შეღავათები, რათა მათ რესურსების კონცენტრაცია პანდემიასა და მის თანმხელბს ეკონომიკური და სოციალური შედეგების აღმოსაფხვრელად, მიმართონ“, – განაცხადა მალპასმა.
როგორც მალპასი აღნიშნავს, მსოფლიო ბანკი საგანგებო რეჟიმში მუშაობს 60 ქვეყანაში და 25 პროექტის ფარგლებში ორი მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგემება, რაც ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას მოხმარდება.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი ასევე მუშაობს კიდევ 35 ქვეყანასთან, რათა არსებული რესურსები პანდემიასთან ბრძოლისკენ მიმართოს.
მალპასის განცხადებით, საერთო ჯამში მსოფლიო ბანკი მომდევნო 15 თვის განმავლობაში 160 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ერთობლივ სამოქმედო გეგმას აპრილში წარადგენენ.
მსოფლიო ბანკის დირექტორის განცხადებით, გეგმის მიხედვი, ღარიბმა ქვეყნებმა სახელმწიფო ვალების დასაფარად 2020 წელს. 14 მილიარდი დოლარი უნდა გამოყონ. ამასთან, 4 მილიარდი დოლარი არის აშშ-ისა და პარიზის კლუბის სხვა წევრების მიმართ დაგროვილი ფინანსური ვალდებულებები.
მალპასის თქმით, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ კრიზისის გადაჭრაში კრედიტორები აქტიურად ჩაერთონ.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტალინა გეორგიევმა განაცხადა, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ნახევარზე მეტს, დიდი საგარეო ვალი აქვთ დაგროვილი და ისედაც წნეხის ქვეშ არიან, ამიტომ კრედიტორებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.
გიორგიევას თქმით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დიდი ოცეულის წევრ ქვეყნებს შორის უკვე მიმდინარეობს, თუმცა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ კერძო კრედიტორებიც.
„რაც უფრო მალე ვიმოქმედებთ, მით უკეთესია. ისევე როგორც 2008 წლის გლობალური ფინანსურის კრიზისის დრო, ოფიციალური და კერძო კრედიტორები უნდა შეთანხმდნენ, რათა კრიზისიდან გამოსავალი გზა ამჯერადაც ვიპოვოთ“, – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა.