მსჯავრდებულ ემილ ხოფერიას თვითმკვლელობის საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის
ქუთაისში მდებარე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ ემილ ხოფერიას თვითმკვლელობის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის. ამის შესახებ პირველ არხს ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით სუიციდი განახორციელა.
უწყების ცნობით, თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები.
ემილ ხოფერია სასჯელს 2015 წლიდან იხდიდა.