პირველი არხის და „მოამბის“ გუნდისათვის უმძიმესი დღეა. ჩვენი ერთგული მეგობარი და კოლეგა, გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.
შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი და სიყვარული, რაც გიორგიმ დაგვიტოვა არა მარტო ჩვენ, არამედ მთელ ქართულ მედიას.
ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მასთან ერთად იბრძოდნენ.