მშობლები აცხადებენ, რომ წითელას აცრის შესახებ პოლიკლინიკებში ცნობების მიღება უჭირთ
საბავშვო ბაღისა და სკოლის მოსწავლეთა მშობლები აცხადებენ, რომ წითელას აცრის შესახებ პოლიკლინიკებში ცნობების მიღება უჭირთ.
1tv.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სკოლებისა და ბაღების ადმინისტრაციები ბავშვების აცრების დამადასტურებელი ცნობების მიტანას თხოვენ.
მათივე ინფორმაციით, პოლიკლინიკებში აცხადებენ, რომ ბაზები კომპიუტერში არეულია და ცნობების გაცემას დროულად ვერ ახერხებენ.
საბავშვო ბაღებსა და სასწავლო დაწესებულებებში ცნობის წარდგენა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც წითელას შემთხვევამ იმატა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში პრაქტიკულად წითელას ეპიდემიაა.
1tv.ge ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.