სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით, 4.6 პროცენტით გაიზარდა.
საქსტატი განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 13.4 პროცენტიანი მატებით, რამაც 3.85 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიან ინდექსზე.
ამასთან, საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.0 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 16.6 პროცენტიანი ზრდით, რაც 4.54 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.