საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2052 მშენებლობის ნებართვა 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემული ნებართვების ოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ფართობი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი.
ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე – ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის და 10,5 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე ნაწილდება: 40,5 პროცენტი თბილისი, 12,6 პროცენტი – კახეთი, ხოლო 7,9 პროცენტი – ქვემო ქართლი.
2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი, წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი.