მსგავსი „ტრანსფერი” მსოფლიოს არ ახსოვს - უცხოეთში სათამაშოდ წაყვანილი ფეხბურთელები თავს მათხოვრობით ირჩენდნენ
მსგავსი „ტრანსფერი” მსოფლიოს არ ახსოვს - უცხოეთში სათამაშოდ წაყვანილი ფეხბურთელები თავს მათხოვრობით ირჩენდნენ

საოცარი ამბავი მოხდა აფრიკაში – განიდან თაღლითმა მენეჯერმა სამი ფეხბურთელი უცხოეთში ახალ კლუბში მოწყობის იმედად წაიყვანა, მაგრამ ბურთსა და მოედანს ვინ ჩივის, მენეჯერმა ისინი მოატყუა და ქუჩაში დატოვა – თავის გადასარჩენად სამეული იძულებულები გახდა, თავი მათხოვრობით ერჩინა.

მსოფლიო ფეხბურთში დიდი ხანია, არიან თაღლითი მენჯერები, რაზეც ფეხბურთელთა ინტერსების დაცვის მსოფლიო ასოციაცია (FIFPro) დიდი ხანია, ყველას აფრთხილბეს. ამ სამმა განელმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე შეიგრძნო, როდესაც ახალი ცხოვრების დასაწყებად ზიმბაბვეში წასულები ქუჩებში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ თაღლითობებში დიდი როლი ზიმბაბვეს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებმა ითამაშეს.

ერთ-ერთმა მოთამაშემ, ფრენსის აჯეტმა FIFPro-ს ოფიციალურ გვერდთან ყველა იმ საშინელებაზე ილაპარაკა, რომელიც მან და მისმა თანამემამულეებმა უკეთესი მომავლის ძიებაში გადაიტანეს.

„სიზმარს დაგვპირდნენ და სინამდვილეში კოშმარში მოვხვდით. მაშინ კლუბის გარეშე ვიყავით და წლის დასაწყისში ახალ ვარიანტს ვეძებდით. კამერუნელმა მენეჯერმა შემატყობინა, რომ ზიმბაბვეში კლუბი დაინტერესდა და თვეში 1000-დან 1,500-ს დოლარამდე ხელფასი შემომთავაზა, ხოლო პლუს ხელმოწერის ბონუსად – 10,000 დოლარი. მხოლოდ განიდან მოგზაურობის საფასური უნდა გადაგვეხადა და ზიმბაბვეში ჩასვლისას ამ თანხასაც დაგვიბრუნებდნენ,“ – ამბობს ფრენსის აჯეტი.

როდესაც კლუბის გაცნობა გადაწყვიტა, ტელეფონის ნომრების გარდა სხვა ელემენტარული ინფორმაციაც ვერ იპოვა. მას ორი ადამიანი გაეცნო, რომლებმაც თავი წარუდგინეს „კლუბ აფრიკის“ პრეზიდენტად და გენერალურ მდივნად, მაგრამ სინამდვილეში მუშაობდნენ ზიმბაბვეს ფეხბურთის ფედერაციაში. მათ უთხრეს, რომ „კლუბ აფრიკა“ ახალგაზრდა და ამბიციური კლუბია და კიდევ სამი ფეხბურთელის აყვანა სურდათ, მაგრამ როდესაც ზიმბაბვეში ჩავიდნენ, მიხვდნენ, რომ მოატყუეს.

ასეთი კლუბი არ არსებობდა და ისინი დაბალი ლიგის „ლეუველ იუნაიტედში“ გადავიდნენ და სხვის სახლში მოუხდათ ცხოვრება. ოთხიდან ერთმა გაქცევა მოახერხა და განაში დაბრუნდა, მაგრამ სამი ადამიანი ტყვედ ჩავარდა. კორონავირუსის პანდემიამ საზღვრები დახურა და მათ წასასვლელი აღარსად ჰქონდათ.

„ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს, ახლობლებთანაც კი, რადგან გვრცხვენოდა. პირველად ვიმგზავრეთ და მსგავსი რამ დაგვემართა. შემდეგ ჩემს კამერუნელ მენეჯერს არც კი დაურეკავს. ეს შესანიშნავი გაკვეთილია. თუ თქვენთან წინადადებით მენეჯერი მოვა და გამგზავრებაში ფულს მოგთხოვთ, არ დაუჯეროთ – მხოლოდ ლიცენზირებულ მენეჯრებს დაუკავშირდიოთ,“ – აცხადებს ფრენსის აჯეტი.

მათ იმ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა მოახერხეს ზიმბაბვეს ფეხბურთელთა ასოციაციის წყალობით, რომელმაც ქვეყნის ფედერაციასთან ერთად მათი ნორმალური დაბრუნება უზრუნველჰყო. ზიმბაბვეს ფეხბურთის ასოციაციამ კი თაღლითი თანამშრომლები ორგანიზაციიდან დაითხოვა და საფეხბურთო საქმიანობა ხუთი წლით შეუჩერა – ასევე დააჯარიმა 1300 აშშ დოლართ. აღმოჩნდა, რომ ისინი ტრეფიკინგში ადრეც მონაწილეობდნენ.

„ახალგაზრდა და უდანაშაულო ფეხბურთელები ოჯახებიდან წაიყვანეს, ყალბი დაპირებებით მოატყუეს და უცხო ქვეყანაში ყოველგვარი დახმარების გარეშე უსახლკაროდ დატოვეს. ისინი ამ დროს უბრალოდ მათხოვრობით ირჩენდნენ თავს,“ – ასეთი კომენტარი გააკეთეს ზიმბაბვეს ფეხბურთის ასოციაციაში.