ბერნარდესკის შეძენა „ჩესლისა“ და „ატლეტიკოს“ სურთ
ბერნარდესკის შეძენა „ჩესლისა“ და „ატლეტიკოს“ სურთ

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „ატლეტიკოსა“ და „ჩესლსი“ ინტერესის სფეროშია, – იუწყება  Calciomercato.

სპორტული პორტალის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბერნარდერსკის გასხვისებას გეგმავს და ყველაზე რეალური კანდიდატები სწორედ „ჩელსი“ და „ატლეტიკო“ არიან.

ფედერიკო ბერნარდესკის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2022 წლამდეა ძალაში. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შემადენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.