„რეალს“ ორი ფეხბურთელი ტოვებს - ბეილი და რეგილონი „ტოტენჰემში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან
„რეალს“ ორი ფეხბურთელი ტოვებს - ბეილი და რეგილონი „ტოტენჰემში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან

„სამეფო კლუბის“ კლუბის ორი ფეხბურთელი „ტოტენჰემში“ გადასავლელად ემზადება, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის ინფორმაციით, გარეტ ბეილისა და სერხიო რეგილონის „ტოტენჰემში“ წასვლა ფაქტობრივად გადაწვეტილია. ორივე ფეხბურთელი ინგლისში უახლოეს მომავალში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღნიშნავენ, რომ რეგილონი „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი გახდება, ბეილი კი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით იასპარეზებს.

დატოვე კომენტარი