„საფეხბურთო მენეჯერი“ (Football Manager) რეკორდებს ხსნის – მილიონზე მეტი ახალი მომხმარებელი ბოლო დღეებში
„საფეხბურთო მენეჯერი“ – იგივე Football Manager, რომელიც ერთი წლის წინ გამოვიდა, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. ვიდეოთამაში მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფეხბურთის მწვრთნელის ფუნქციები მოირგოს და საკუთარი კლუბი სრულყოფილად მართოს. თამაშის შემქმნელი „ინტერაქტივ სთუდიოს“ (Interactive Studios) დირექტორმა მაილს ჯეიქობსენმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მათი პროდუქტით მილიონზე მეტი ადამიანი დაინტერესდა. გასულ ხუთშაბათს „საფეხბურთო მენეჯერი“ პლატფორმა „ეპიკ გეიმსზე“ (EPIC GAMES) უფასო გახდა, რის შემდეგაც თამაში მილიონზე მეტმა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა.
ყოველ კვირას ჯეიქობსენი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს დღის მანძილზე დაფიქსირებული მოთამაშეების მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც საშუალოდ 80-90,000-ია, თუმცა გუშინ ამ მონაცემმა 250,000-ს გადააჭარბა.
There are currently 251,131 people (whilst online) playing Football Manager on PC & Mac across the Steam & Epic Stores, 10 months after the game was released.
I believe this is the highest we’ve ever achieved*
So proud that you’re spending your Sundays with our work.
x— Miles Jacobson (@milesSI) September 20, 2020
თამაში პლატფორმაზე უფასო 24 სექტემბრის ჩათვლით იქნება, ასე რომ, თუკი ვინმეს სურს საკუთარი სამწვრთნელო უნარების გამოცდა, ამის გაკეთება უკვე ძალიან მარტივია.