მსახიობი ფრენკ ადონისი გარდაიცვალა
მსახიობი ფრენკ ადონისი გარდაიცვალა

„მაგარი ბიჭების” მსახიობი ფრენკ ადონისი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას variety ავრცელებს.

ამერიკელი მსახიობი თირკმელთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ლოს- ანჯელესში გარდაიცვალა.

მსახიობს პოპულარობა და აღიარება მარტინ სკორსეზეს ფილმში შესრულებულმა ენტონი სტებილეს როლმა მოუტანა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სკორსეზეს „ცოფიან ხარში“ და „კაზინოში“.

ფრნკ ადონისს სიცოცხლის განმავლობაში  40-მდე ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა უმეტესობაშიც განგსტერი განასახიერა.