მსახიობ კევინ სფეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი მამაკაცი ადანაშაულებს
მსახიობ კევინ სფეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი მამაკაცი ადანაშაულებს

ჰოლივუდის ცნობილ მსახიობს, კევინ სფეისის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამი მამაკაცი ადანაშაულებს. Variety-ის ინფორმაციით, მსახიობის წინააღმდეგ გამოძიება დიდ ბრიტანეთში დაიწყო.

როგორც გამოცემა იუწყება, ერთ-ერთი მომჩივანი ამტკიცებს, რომ სფეისიმ მასზე 1996 წელს იძალადა. სკოტლანდ იარდში გამოძიებას ის დეპარტამენტი ატარებს, რომელიც ბავშვების წინააღმდეგ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, კიდევ ორი შემთხვევა, რომელშიც სფეისის ადანაშაულებენ 2008 წელს ლონდონში და 2013 წელს გლოსერში მოხდა. ყველა დაზარალებული მამაკაცია. ამ ეტაპზე სკოტლან იარდი ცნობილი მსახიობის წინააღმდეგ სულ 6 საქმეს იძიებს.

კევინ სფეისი 2003 წლიდან 11 წლის განმავლობაში ლონდონში მდებარე თეატრ „ოლდ ვიკის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მანამდე თეატრის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ჰოლივუდელ მსახიობს ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში 20 მსახიობი ადანაშაულებს.