ციკლონმა „კენეთმა“ მოზამბიკში წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარემ საათში 220 კილომეტრს მიაღწია.
სტიქიის შედეგად კუნძულ კომოროსზე სამი ადამიანი დაიღუპა. მოზამბიკის ხელისუფლებამ პოტენციური საფრთხის ზონიდან 30 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ქვეყნის ხელისუფლებამ ციკლონს მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის კატეგორია მიანიჭა. რისკის ქვეშ მოზამბიკის 700 ათასამდე მცხოვრები იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია ფრენები და დახურულია სკოლები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოზამბიკში წვიმა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გასულ თვეში, ციკლონმა „იდაიმ“ მოზამბიკში რამდენიმე ასეული ადამიანი იმსხვერპლა.