მოზამბიკის დედაქალაქში, უკვე მეორე დღეა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ
მოზამბიკის დედაქალაქ მაპუტოში ვითარება 24 ოქტომბრის შემდეგ არის დაძაბული. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
არჩევნები მმართველმა პარტია „ფრელიმომ“ მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია ქვეყნის სათავეში უკვე მეხუთე ათწლეულის ათვლას იწყებს.
ოპოზიცია მმართველ პარტიას გაყალბებაში ადანაშაულებს და არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დემონსტრანტებმა ქუჩები გადაკეტეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს „ფრელიმოდან“ დანიელ ჩაპო იყრიდა, რომელმაც ხმების 70% მოიპოვა, ხოლო პარტია „პოდემოსის“ მიერ მხარდაჭერილი ვენანსიო მონდლანე ხმების 20%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
ქვეყნის ახალგაზრდა ამომრჩევლებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე მონდლანე ამტკიცებს, რომ არჩევნების ნამდვილი გამარჯვებულია და ხალხს საერთო-ეროვნული პროტესტისკენ მოუწოდებს.