მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს [ფოტო]
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში, ერთ-ერთი კოშკის შიდა მხარეს ისტორიული კედელი თაბაშირით შელესეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ადგილზე პირველად მოკვლევას ჩაატარებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები, მოგვიანებით კი სააგენტოს ზედამხედველობის ჯგუფი ჩაატარებს ინსპექტირებას.
აღნიშნული კოშკი 1972 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, რომანოზის ინიციატივითა და შემწეობით განახლდა.