„ტოტენჰემის“ თავკაცმა გუნდის გაწვრთნის მთავარ ნიუანსზე ისაუბრა:
„მინდა, რომ გუნდი ჩემს ხასიათს, ჩემს მენტალიტეტს ირეკლავდეს, – მოჰყავს ჟოზე მოურინიოს სიტყვები Sky Sports-ს, – როცა ეს ხდებაა, თქვენ გრძნობთ და ხედავთ, რომ „ტოტენჰემი“ მართლა ჩემი გუნდია.
ეს ხელის ერთი აქნევით არ კეთდება – ეს პროცესია. თუ გრძნობთ, რომ თქვენი გაწვრთნილი გუნდი, მართლა თქვენი გუნდია, წაგების შემთხვევაშიც კი კმაყოფილი ხართ.
ვიქრობ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი კარგად იქნება, რაც მოტივაციას გვაძლევს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ“.