მოურინიო - „ტოტენჰემი“ საკუთარი მწვრთნელის ხასიათს უნდა ირეკლავდეს
მოურინიო - „ტოტენჰემი“ საკუთარი მწვრთნელის ხასიათს უნდა ირეკლავდეს

„ტოტენჰემის“ თავკაცმა გუნდის გაწვრთნის მთავარ ნიუანსზე ისაუბრა:

„მინდა, რომ გუნდი ჩემს ხასიათს, ჩემს მენტალიტეტს ირეკლავდეს, – მოჰყავს  ჟოზე მოურინიოს სიტყვები Sky Sports-ს, – როცა ეს ხდებაა, თქვენ გრძნობთ და ხედავთ, რომ „ტოტენჰემი“ მართლა ჩემი გუნდია.

ეს ხელის ერთი აქნევით არ კეთდება – ეს პროცესია. თუ გრძნობთ, რომ თქვენი გაწვრთნილი გუნდი, მართლა თქვენი გუნდია, წაგების შემთხვევაშიც კი კმაყოფილი ხართ.

ვიქრობ, რომ მომავალ სეზონში ყველაფერი კარგად იქნება, რაც მოტივაციას გვაძლევს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ“.