ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Motörhead-ის გიტარისტი ედი კლარკი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ედი კლარკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ჯგუფის წევრებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელეს.
„ედი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას პნევმონიაზე მკურნალობდნენ“, – წერენ ჯგუფის წევრები.
ედი კლარკი სხვადასხვა დროს, Motörhead-ის გარდა, Overkill-თან და Ace of Spades-თანაც თანამშრომლობდა.