მოთამაშეებმა, რომლებმაც 2008 წლიდან მოყოლებული „ტოტენჰემი“ დატოვეს, ჯამში 164 ტიტული მოიგეს #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემმა“ თავისი ბოლო ტიტული შორეულ 2008 წელს მოიგო, როცა ინგლისის ლიგის თასის ფინალში „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა.
კლუბმა ზედიზედ მე-15 უტიტულო სეზონი ჩაატარა. ამასთან, ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს გააჩნიათ ჩემპიონობის ან თასის მოგების ვარიანტი, ოღონდ ამისთვის, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, „ტოტენჰემის“ დატოვებაა საჭირო.
როგორც გამოცემა SPORTbible-მა გამოიკვლია, 2008 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, 49-მა ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ დატოვების შემდეგ, ჯამში, 164 ტიტული მოიგო.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლონდონელთა ხუთმა ყოფილმა მოთამაშემ შეძლო თასის აწევა: კაილ უოკერმა მოიგო ინგლისის თასი, ვინსენტ იანსენი და ტობი ალდერვეირელდი ბელგიის ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ჯო ჰარტი და კემერონ კარტერ-ვიკერსი შოტლანდიის თასს დაეუფლნენ.