მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, სიტუაცია უკვე განიმუხტა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მოქალაქეებს შორის მოხდა კამათი. ინციდენტის თავიდან ასაცილებლად კი პოლიციამ მისი მონაწილეები გაარიდა ტერიტორიას. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.