მოსულში საშობაო ლიტურღია პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რეგიონი დატოვეს
ერაყის ქალაქ მოსულში საშობაო ლიტურღია პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რეგიონი დატოვეს.
დაჯგუფების კონტროლის ქვეშ ნებისმიერი ქრისტიანული რიტუალის წარმართვა საშიში იყო და სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქრისტიანებს დევნიდნენ, აიძულებდნენ მიეღოთ ისლამი ან გადაეხადათ გადასახადები. მათ მოკვლითაც ემუქრებოდნენ.
ერაყის ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსული ივლისში გაათავისუფლეს. მიმდინარე თვეში კი ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ქვეყნიდან განდევნის სამწლიანი გეგმა წარმატებით დასრულდა.
წმინდა პავლეს ტაძარი ერთადერთი ქრისტიანული ეკლესიაა მოსულში, რომელიც ფუნქციონირებას განაგრძობს.
2014 წლამდე, სანამ „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქზე კონტროლს დაამყარებდა, მოსულში 35000 ქრისტიანი ცხოვრობდა.