მოსულში დანაღმული მანქანის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მოსულში დანაღმული მანქანის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მოსულში დანაღმული მანქანის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.

როგორც პოლიცია აცხადებს, დანაღმული ავტომობილი ქალაქის ცენტრში, მოსულის უნივერსიტეტის მახლობლად აფეთქდა.

მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გასულ წელს გაათავისუფლეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აქედან, გასული წლის ნოემბერში ერთ-ერთი შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.