მოსკოვთან ახლოს მდებარე აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო იუწყება, ინციდენტი ჟუკოვსკის აეროპორტში მოხდა. ავიალაინერი აირბუს ა320 სიმფეროპოლში მიფრინავდა.
დაშვების შემდეგ თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ბორტზე 226 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა ევაკუირებულია.
„ინტერფაქსის“ ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.
„ურალის ავიახაზებში“, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, განაცხადეს, რომ ავიალაინერი აფრენიდან რამდენიმე წუთში იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო, რადგან ორივე ძრავში ფრინველი აღმოჩნდა.