მოსკოვში, ვორონეჟისა და მოსკოვის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა
რუსეთის დედაქალაქში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.
ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების განცხადებით, რეგიონებში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომაგისტრალზე საცობებია შექმნილი. გუბერნატორები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უახლოეს დროში იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა.