მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო
მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო

მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა თითქმის სამი საათი გრძელდებოდა, რომლის შემდეგაც პირველ პირებს დელეგაციები შეუერთდნენ.

როგორც ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა რუსულ მედიასთან საუბრის დროს განმარტა, ორ ლიდერს შორის პირისპირ შეხვედრის დროს მთავარი თემა სირიის პროვინცია იდლიბში გამწვავებული ვითარება იყო.

სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიაში თურქეთისა და რუსეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.