მოსკოვში ტაქსი ხალხში შევარდა. სააგენტო „ტასის” მონაცემებით, დაშავებულია მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასული ფეხბურთის სულ მცირე შვიდი გულშემატკივარი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის თვითმხილველებმა დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულები მექსიკელი გულშემატკივრები არიან.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.