რუსეთის სახელით მოასპარეზე მოკრივეს, გიორგი ყუშიტაშვილს „როსგვარდიის“ ოფიცრის ცემაში ადანაშაულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, სპორტსმენი მეგობართან, ოვიკ ოჰანესიანთან ერთად მოსკოვში დააკავეს. ისინი სამართალდამცავებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რა დროსაც მოკრივეებსა და „როსგვარდიის“ ოფიცრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ ოფიცერს ცხვირი გაუტეხა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტზე 3 თებერვალს რუსეთის კრივის ფედერაციაშიც იმსჯელებენ.