მოსკოვში რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ქსელზე იმსჯელეს
მოსკოვში რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ქსელზე იმსჯელეს

რუსეთისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრებმა საქართველოსთან ელექტროენერგეტიკული ქსელის შექმნაზე იმსჯელეს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. ალექსანდრ ნოვაკისა და პიარვიზ შახბაზოვის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.

„მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება ელექტროენერგეტიკული ქსელის რუსეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-რუსეთი შექმნაში და ხაზი გაუსვეს სამმხრივ ფორმატში შეხვედრების აუცილებლობას“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომაც, თუმცა იქ საქართველო ნახსენები არ არის.

როგორც ცნობილია, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან ახორციელებს.