მოსკოვში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები ქალაქის დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და ხელმოწერების შემოწმებას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქცია მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართა და დემონსტრანტები შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების დადგმას აპირებდნენ. პოლიციამ ოპოზიციონერი კანდიდატები, ლიუბოვ სობოლი, იულია გალიამინა და იულია იაშინა დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ საერთო ჯამში 38 ადამიანი დააკავა.