მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია დააკავეს. შესაბამის ინფორმაციას „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ ავრცელებს.
სულ რუსეთის ათობით ქალაქში ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე დაკავებულთა რაოდენობა უკვე 1 600-ს აღემატება. მონაცემებს უფლებადამცველი ორგანიზაცია „ოვდ-ინფო“ ავრცელებს, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის თემებზე მუშაობს.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს.