მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ნატო-სთან ესკალაციის შემთხვევაში, პირველი ფინეთი დაზარალდება
რუსი დიპლომატის, მიხაილ ულიანოვის თქმით, ნატო-სთან ესკალაციის შემთხვევაში, პირველი ფინეთი დაზარალდება, – ამის შესახებ რუსეთის მუდმივის წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვი აცხადებს.
ულიანოვის კომენტარს „ევროაქტივი“ ავრცელებს.
„ისინი მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და უცებ აღმოჩნდნენ რუსეთსა და ნატო-ს შორის, როგორც ამ ალიანსის წევრი ქვეყანა, მაგრამ რადგან ისინი ჩვენი მეზობლები არიან, თუ, ღმერთმა არ ქნას, მოხდება რაიმე ესკალაცია, ფინეთი პირველი დაზარალდება“, – ამბობს ულიანოვი.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე რუსეთი ფინეთის საზღვარზე წლის ბოლომდე უახლეს ჰაუბიცებს განალაგებს.