მოსკოვში მანქანა გამვლელებს დაეჯახა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა მოქალაქე. რუსული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მარინიოს რაიონში მოხდა. დაშავებულებს შორის არის 17 წლის ახალგაზრდაც.
მედიის ცნობით, Volkswagen-ის მარკის ავტომობილი ტროტუარზე მყოფ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. როგორც მოსკოვის პოლიციაში განაცხადეს, დამნაშავე დაკავებულია. ის ყირგიზეთის მოქალაქე ბეკჟან სარბიშევია. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ინციდენტს წინ უძღოდა კონფლიქტი კაფეში, რის შემდეგაც ყირგიზეთის მოქალაქე გარეთ გავიდა და ანგარიშწორება მანქანის დაჯახებით გადაწყვიტა. ამჟამად მძღოლი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და ჩვენებას აძლევს.