მოსკოვში კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ლიუბოვ სობოლი დააკავეს
მოსკოვში, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ლიუბოვ სობოლი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის სავარაუდო მონაწილის, „ეფესბეს“ თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიაცევის სახლთან დააკავეს.
სამართალდამცველებმა სობოლის დაკავების მიზეზად საცხოვრებელი სახლის 38-ე ბინიდან შესული შეტყობინება დაასახელეს. თავად სობოლი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ აღნიშნულ ბინაში კონსტანტინ კუდრიაცოვი ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.
სობოლი კუდრიაცოვის სახლთან მას შემდეგ მივიდა, რაც ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა.
რუსი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ის ფარული ნომრით ესაუბრა „ეფესბეს“ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მასთან სატელეფონო საუბარში დანაშაული აღიარა.