მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველ მაისამდე გახანგრძლივდა
მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მაისამდე გახანგრძლივდა.
თვითიზოლაციის რეჟიმი დედაქალაქში პირველ მაისამდე შენარჩუნდება. ამის შესახებ განცხადება მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გააკეთა.
მოსკოვში მოქალაქეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ სახლის დატოვების უფლება, თუ სურსათის ან მედიკამენტების შეძენა სურთ. ასევე, მათ უფლება აქვთ სახლთან ახლოს შინაური ცხოველების გაასეირნონ.